'ფული შეიჭამა, სააღდგომოდ მუშებს ხელფასები არ მისცეს და გამწარებულმა მუშებმა ფილები აყარეს,'-მიტოვებული ცენტრალური მოედანი ზესტაფონში
თარიღი : 11-05-2019, 16:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ზესტაფონში, ცენტრალური მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია. კომპანიამ, რომელსაც მოედნის რეაბილიტაცია 6 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა, ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.
"მუშებს სააღდგომოდ ხელფასები არ მისცეს. გამწარებულმა მუშებმა ადგნენ და თავიანთი ხელით დაგებული ფილები თავადვე აყარეს. ფული შეიჭამა. ჩემს შვილს უნდა დაეწყო აქ მუშაობა, მაგრამ ასეთი მდგომარეობა რომ იყო, გადაიფიქრა,"- ამბობს ზესტაფონის მკვიდრი გუგულა ნებიერიძე.
ზესტაფონის მერიაში ამბობენ, რომ მოედნის რეაბილიტაციისათვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი იყო გათვალისწინებული. კომპანიას ობიექტი მიმდინარე წლის 25 თებერვალს უნდა დაესრულებინა.
"აღნიშნულ ვადაში სამუშაოების დასრულება არ მოხდა. ამის შემდეგ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, კომპანიას დამატებით ორი თვის ვადა მივეცით, თუმცა სამუშაოების დასრულება მაინც არ მოხერხდა. კომპანია ამბობს, რომ წვიმებმა შეუშალა ხელი, თუმცა წვიმა მხოლოდ 12 დღე იყო. შემსრულებელ ფირმასთან ხელშეკრულება გავწყვიტეთ. მონიტონგის ჯგუფი შეისწავლის შესრულებულ სამუშაოებს. კომპანიას პირგასამტეხლო დაეკისრება და შევეცდებით, რომ სამუშაოების დროულად დასასრულებლად სხვა ფირმა მოვძებნოთ,"- ამბობს ზესტაფონის მერიის იურისტი მალხაზ მაჭავარიანი.