ჭიათურა-საჩხერის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა
თარიღი : 10-05-2019, 10:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ჭიათურა-საჩხერის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ადგილზე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა სამუშაოებს დაბალი ხილვადობა აფერხებს.
ტერიტორიაზე მიღებულია უსაფრთხოების მაღალი ნორმები და მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი. ტერიტორიაზე დღეს იგეგმება შესაბამისი ტექნიკის შეყვანა და გასუფთავება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება გზაზე გადაადგილება.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურა-საჩხერის გზაზე, მთებს შორის მეწყერი ჩამოწვა. მეწყერმა ჩაკეტა ადგილზე არსებული მცირე ზომის მდინარე, რამაც წყლის დაგუბება წარმოშვა. მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ დგას, ვინაიდან ადგილი, სადაც მეწყერი ჩამოწვა, დასახლებული პუნქტისგან დაახლოებით 2 კილომეტრშია.
IPN