Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტში 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

თარიღი : 9-05-2019, 19:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტში 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში,ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ბიწაძემ,მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ხათუნა ცერცვაძემ,მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსმა ლალი კაპანაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
დღის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქის კულტურის ცენტრში გამართულ ღონისძიებას დაეწრნენ,სადაც მისვლა ერთადერთმა ომის ვეტერანმა,95 წლის აკაკი იობაშვილმა შეძლო.ბატონმა აკაკიმ ომში გატარებული დღეების საინტერესო ეპიზოდები გაიხსენა და მოსწავლეთა შეკითხვებსაც უპასუხა. კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში გაიმართა კონცერტი.
მოგვიანებით,ხელისუფლების წარმომადგენლები ომის ვეტერანებს, 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრებ,96 წლის შაქრო გაჩეჩილაძეს და სოფელ ბიღაში მცხოვრებ, 98 წლის მაქსიმე გოცაძემ ესტუმრნენ და გამარჯვების დღე მიულოცეს.
✍თქვენმა თავდადებამ მოიტანა დღემდე ეს ქვეყანა და ჩვენი ვალია გაგიფრთხილდეთ ,სითბო და თანადგომა არ მოგაკლოთ - მიმართა ვეტერანებს ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ბიწაძემ.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის 4 ვეტერანს,პირად საპენსიო ანგარიშზე, საქართველოს მთავრობისგან 600, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლებისგან- 500 ლარი ჩაერიცხათ.


ნანახია: 534-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფაშიზმზე გამარჯვების 71 წლის თავი ჭიათურის მუნიციპალიტეტში ომის ვეტერანებთან ერთად აღინიშნა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა და
ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ლარიანი ვაუჩერები და პრემიერ-მინისტრის
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავს და 9 მაისს ეპატიჟება დღესასწაულზე.
ტყიბულში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღნიშნეს.

ამინდი