Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში „9 მაისის მემორიალი“ გვირგვინით შეამკეს

თარიღი : 9-05-2019, 15:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად „9 მაისის მემორიალი“ გვირგვინით შეამკო.
1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა და 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
საქართველომ მეორე მსოფლიო ომში ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.
700 ათასი ქართველი, რომელთა შორის 16 ათასი მანდილოსანი იყო, მებრძოლთა რიგებში ჩადგა.
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წლის შემდეგ ვანელმა ვეტერანებმა ომი, ამ ომში დაკარგული მეგობრები, 1945 წლის 9 მაისი გაიხსენეს და ერთმანეთს დღევანდელი სატკივარი, დღევანდელი პრობლემებიც გაუზიარეს.
გამარჯვების დღის აღსანიშნავად ,ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, სამ ვანელ ვეტერანს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500-500 ლარი გადაეცათ.
ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, სოფელ რომანეთში მცხოვრებ ვეტერანს , გიორგი ხურციძეს ესტუმრა, გამარჯვების დღე მიულოცა და პირადად გადასცა მისი კუთვნილი თანხა.
ამასთან ერთად , სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითოეული ვეტერანი დამატებით 600 ლარს მიიღებს.
ვანის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ომის ვეტერანებს გამარჯვების დღეს, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს.


ნანახია: 304-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ლარიანი ვაუჩერები და პრემიერ-მინისტრის
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავს და 9 მაისს ეპატიჟება დღესასწაულზე.
ქუთაისში მცხოვრებმა 30-მა ვეტერანმა, ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულადი საჩუქარი,
ვეტერანები მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან შეიკრიბნენ და ის გვირგვინებით შეამკეს.
შოთა მურღულიამ და გივი ჭიჭინაძემ ქუთაისში მცხოვრებ 47 ვეტერანს მედლები და პრემიერის წერილი გადასცეს. თითოეულმა ვეტერანმა
თითოეულ ვეტერანს საჩუქრად 100 ლარი გადაეცა

ამინდი