Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხვალ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება

თარიღი : 16-02-2014, 20:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განაჩენი ხვალ გამოცხადდება.
ხვალ ჩანიშნულ სასამართლო პროცესს ზურაბ ჭიაბერაშვილი ეხმაურება, სოციალურ ქსელში გავრცელებულ მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"ხვალ 12 საათზე ქუთაისის სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ჩემი განაჩენი გამოცხადდება. რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის გაცხადებული ინტერესი, რომ ვანო მერაბიშვილი ნებისმიერი ხერხითა და მეთოდით იჯდეს ციხეში, 100%-იანი დარწმუნებით ვიტყოდი, რომ გამამართლებელი განაჩენი იქნება. თუმცა მაინც იმედი მაქვს იმის, რომ მოსამართლე გაუძლებს ამ ზეწოლას და იდგება კანონის და სიმართლის სადარაჯოზე.

მინდა მადლობა ვუთხრა ყველა გულშემატკივარს, ვინც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მამხნევებდა და მომავლის რწმენას მინერგავდა. ვეცდები, იმედები არ გაგიცრუოთ.

განსაკუთრებული მხნეობა მინდა ვუსურვო ვანო მერაბიშვილს, ბაჩო ახალაიას, ზურაბ შამათავას, ალექსანდრე გორგაძეს, ახლახან დუშეთსა და ხონში დაკავებულ ზურაბ ოტიაშვილს, ზურაბ ჯიბუხაიას, ბესარიონ ჭელიძეს და სხვა თანამებრძოლებს, რომლებიც დღეს, პოლიტიკური დევნის პირობებში, საპატიმროებში არიან. ჩემი განსაკუთრებული მხარდაჭერა მათ ოჯახებს - შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს, დებსა და ძმებს.

როგორიც არ უნდა იყოს განაჩენი ხვალ, ჩვენი რწმენა ამ ქვეყნის უკეთეს მომავალში ურყევია, ჩვენი თავდადება - გაუტეხელი. ჩვენ მხარეს არის სიმართლე - პიროვნულიც და ისტორიულიც.

ერთი წამითაც არ ვნანობ, რომ 2003 წლის 30 ნოემბერს საჯარო მოხელე გავხდი და საკმაოდ იმედისმომცემი აკადემიური კარიერა ისეთ, ერთი შეხედვით "უმადურ საქმეზე" გავცვალე, რასაც საზოგადო საქმის კეთება ჰქვია. პირიქით, მადლობელი ვარ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა თანამებრძოლების, რომ საშუალება მქონდა, ერთგულად ვმდგარიყავი ჩემი ქვეყნის სამსახურში.

ჩვენმა, იმ ადამიანების დევნამ, ვინც უამრავი რამ გაიღო თავისი ქვეყნისათვის, უკან არ უნდა დაახევინოს უამრავ ახალგაზრდას, რომელთაც საჯარო სამსახურში მოღვაწეობა სურთ. მათ არ უნდა იფიქრონ: ამათ თუ ასე უხდიან სამაგიეროს, ჩვენ რისი იმედი უნდა გვქონდეს. არავითარ შემთხვევაში. რუსეთს სწორედ ეს უნდა: ამ პოლიტიკური დევნით აპათიაში ჩაგვაგდოს, უიმედობის განცდა დაგვეუფლოს.

რუსეთმა და რუსეთუმეებმა უნდა იცოდნენ: ჩვენ აქა ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს."- აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამრთლო პროცესები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.


ნანახია: 1724-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 19 სექტემბერს განახლდება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები და
თევდორაძის თქმით, ბაგა–ბაღების და სპორტული აიპების თანამშრომლებს ხვალ, სასამართლოს ტერიტორიაზე მისვლისაკენ მოუწოდებემ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის არსებითი განხილვა შესაძლოა გადაიდოს.
ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ამტკიცებდა, რომ ბრალდების მიერ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მიმართ მტკიცებულებების განადგურებასა და
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ

ამინდი