Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი შესრულდა

თარიღი : 9-05-2019, 10:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
9 მაისს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები 1941-1945 წლებში სამამულო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას აღნიშნავენ. ფაშისტურ გერმანიაზე კომუნისტური იმპერიის გამარჯვების დღის ფართოდ აღნიშვნა საბჭოთა კავშირში სამამულო ომიდან 20 წლის შემდეგ, ბრეჟნევის ხელმძღვანელობის დროს დაიწყეს. ამავე 1965 საიუბილეო წელს გამარჯვების დღე არასამუშაო დღედ გამოცხადდა.

თარიღის მნიშვნელობაზე იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-სთან ისტორიკოსი სულხან კუპრაშვილი საუბრობს.

"საომარი ოპერაციები დასრულდა ევროპაში 8 მაისს გვიან ღამით, როდესაც გერმანიის სამხედრო შტაბის ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა კაპიტულაციას საბჭოთა კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის ჯარების სარდლებთან. შემდეგ 9 მაისს საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გამოცხადდა გამარჯვების დღედ. საზოგადოების ნაწილი დაობს 8 მაისია სწორი თუ 9 მაისი, მაგრამ ამას არსებითად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ საათებთან დაკავშირებული იყო ეს, ძალიან გვიან მოხდა ეს და პრაქტიკულად 9 მაისი დგებოდა, როდესაც მოხდა ხელის მოწერა. ოღონდ ეს არ იყო მეორე მსოფლიო ომის დასასრული, ეს იყო ძირითადი საომარი ოპერაციების დასრულების თარიღი ევროპაში, თუმცა, პრაღასთან ბრძოლები ამის შემდეგ მოხდა. 9 მაისის მოვლენებით ევროპაში დასრულდა საომარი მოქმედებები და აღინიშნება როგორც ფაშიზმზე გამარჯვება",- განმარტავს სულხან კუპრაშვილი.

საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700000 ადამიანი მონაწილეობდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. დაბრუნებულთაგან ყველას, ვინც გერმანელების ტყვეობას თავი დააღწია, - საკმაოდ ბევრს კი ოჯახებთან ერთად, - გადასახლებაში ცხოვრება მოუხდა. სად და რისთვის იბრძოლეს მათ, რა ფასად დაუჯდა საქართველოს 1945 წლის 9 მაისი და რატომ არის ეს დღე დღესასწაული ამ ომის მომსწრეებისთვის კითხვას ისტორიკოსი სულხან კუპრაშვილი პასუხობს.

"მსხვერპლი საქართველომ დიდი გაიღო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ ყოფილა საომარი მოქმედებები, პროცენტულად თანაფარდობით ყველაზე მეტი ადამიანი გააგზავნა საქართველომ და ყველაზე მეტი ქართველი დაიღუპა. თანაფარდობის მიხედვით პროცენტულად ქართველი საბჭოთა კავშირის მოსახლეობიდან ყველაზე მეტი დაიღუპა. მნიშვნელობა ძალიან დიდია ამ თარიღის, იმიტომ რომ ეს არის პროგრესული საზოგადოების გამარვება ნაციზმზე, ფაშიზმზე, მილიტარიზმზე და საერთოდ იმაზე, რისი წინააღმდეგიც ნებისმიერი პროგრესული ადამიანი უნდა იყოს. მიმაჩნია რომ ეს ზეიმია, მთელი მსოფლიო ზეიმობს ამას და მათ შორის საქართველომაც უნდა იზეიმოს, ჩვენი ქვეყანაც უერთდება ამას, უქმე დღედ არის გამოცხადებული. " - განმარტავს ისტორიკოსი.

შეგახსენებთ, ფაშიზმზე გამარჯვებიდან წელს 74 წელი შესრულდა.


ნანახია: 271-ჯერ

მსგავსი სიახლეები
9 მაისს რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთ სახელმწიფოში დიდ სამამულო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე აღინიშნება.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავს და 9 მაისს ეპატიჟება დღესასწაულზე.
დღესვე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ჩხარში, საბჭოთა კავშირის გმირის, დავით ჯაბიძის სახელობის მემორიალი
თითოეულ ვეტერანს საჩუქრად 100 ლარი გადაეცა

ამინდი