Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერმა ქალაქში მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა

თარიღი : 8-05-2019, 16:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოადგილე იუზა უგულავასთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, ქალაქში დაგეგმილი და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

მიმდინარეობს მდინარე ოღასკურაზე მოაჯირების მონტაჟი და მდინარეზე გადასასვლელი ხიდების შეცვლა.

პარალელურად დაიწყო ახალგაზრდობის ქუჩის მე-8 შესახვევის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ივლისის თვეში დასრულდება. სამუშაოებს შპს "გზამშენი-21" ასრულებს, ქუჩის რებილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 267 000 ლარია გამოყოფილი.

ასევე, აქტიურად მიმდინარეობს გელათის ქუჩის 1-ელ შესახვევში გზის საფარის რეაბილიტაცია, რისთვისაც ბიუჯეტიდან 75 000 ლარი გამოიყო.


ნანახია: 428-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქალაქის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, საკრებულოს დეპუტატებთან და ტერიტორიული
ქუთაისის მერის განცხადებით, ქალაქში ქუჩების რეაბილიტაცია ეტაპობრივად მოხდება.
ქუთაისში ბარათაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ამინდი