სამტრედიის სათნოების სახლში კვლავ კარანტინია გამოცხადებული
თარიღი : 16-02-2014, 15:22 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის ინფექციურ დაავადებათა ცენტრში სამტრედიის სათნოების სახლის 9 ბენეფიციარი რჩება.
ექიმების განცხადებით, ხანდაზმულების მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისინი მკურნალობის კურსს მაინც საავადმყოფოში გადიან. გამოკვლევების შედეგად, მათ ა ტიპის სეზონური გრიპი A3 დაუდგინდათ. სამტრედიის სათნოების სახლიდან ორი მოხუცი ვირუსის ნიშნებით გუშინაც გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, სამტრედიის სათნოების სახლში 12 თებერვალს მაღალი ტემპერატურით 5 ხანდაზმული გარდაიცვალა. სათნოების სახლში კარანტინია გამოცხადებული.