ზესტაფონში, სოფელ ზორვეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა
თარიღი : 7-05-2019, 16:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ზესტაფონში, სოფელ ზორვეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლით დაიწყო.