დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში კონსტანტინე მემანიშვილი გამოფენა გაიმართა
თარიღი : 7-05-2019, 15:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში კონსტანტინე მემანიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. როგორც არქიტექტორი აღნიშნავს, ქუთაისში პირველად მოეწყო მსგავსი მასშტაბის გამოფენა. ექსპოზიციაში წარმოდგენილი არქიტექტურული, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრებია.
"არქიტექტორი ვარ, მაგრამ შევეჭიდე ფერწერასაც. გამოფენაზე 60 ნამუშევარია წარმოდგენილი. ასევე არის არქიტექტურული ნამუშევრები. არ მინდოდა მხოლოდ ფერწერა წარმომედგინა. გამოიფინაზე წარმოდგენილია: კინოთატრები, მუზეუმი, თელავის თეატრი, დანარჩენი ფერწერა და გრაფიკაა, პორტრეტები, პეიზაჟები ნატურმორტები და აბსტრაქტული ნახატები. პეიზაჟებს 72-დან 80 წლამდე ვხატავდი, ნახატების ძირითადი ნაწილი 2010-18 წლებშია შესრულებული", - განმარტავს კონსტანტინე მემარნიშვილი.
არქიტექტორი შემოდგომისთვის ერთობლივ გამოფენას აანონსებს, სადაც კონსტანტინე მემანიშვილის ნამუშევრებთან ერთად გრაფიკოს ოთარ ქანდარიასა და ფერმწერ ბერნანდ ნებიერიძის ნამუშევრები გამოიფინება.
"ჩაფიქრებული მაქვს და შემოდგომაზე მინდა გავაკეთო "კლასელების გამოფენა", ასე დავარქვი. ოთარ ქანდარიას, ბერნანდ ნებიერიძისა და ჩემი ნამუშევრები გამოიფინება, სამივენი კლასელები ვიყავით",- ამბობს არქიტექტორი.
ესმერალდა კუპრაძე