იტვირთება

ვანს ევროპული სტანდარტების სახანძრო მანქანა გადაეცა

ვანს ევროპული სტანდარტების სახანძრო მანქანა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ვანის მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახანძრო მანქანა გადასცა.

ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი თავის მოადგილეებთან-გოჩა ჭუბაბრიასთან და ვლადიმერ ხელაძესთან ერთად ახალი ტექნიკის გადაცემას და  მის მუშაობას ადგილზე გაეცნო.

"სახანძრო ტექნიკა მანევრულობით და მობილობით გამოირჩევა. მორგებულია იმ მოთხოვნებზე, რას მუნიციპალიტეტის პირობებშია საჭირო. აღჭურვილია მაღალი და დაბალი წნევის ტუმბოთი; აქვს 3,5 ტონიანი წყლის ავზი და 200 ლიტრიანი ქაფის ავზი. მანქანაში ასევე დამონტაჟებულია ყველა საჭირო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა. ის სრულიად ავტომატიზებულია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი მექანიკური მართვაც,"-აცხადებენ ვანის მერიაში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები