იტვირთება

25 ივლისამდე საქართველოში ხანმოკლე წვიმას და ელჭექს ელოდებიან

25 ივლისამდე საქართველოში ხანმოკლე წვიმას და ელჭექს ელოდებიან

გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების ცნობით, 25 ივლისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, + 33, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +33, + 38 გრადუსი იქნება. 

"თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება,"-აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები