Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მუნიციპალური განვითარების ფონდის დაგეგმილი პროექტები

თარიღი : 3-05-2019, 15:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი შენგელიამ, საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე, რომელიც ქუთაისში პირველად იმართება, პანელზე, ქუთაისში და იმერეთში განხორციელებული და განსახორციელებელი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები წარადგინა.

გიორგი შენგელიას ინფორმაციით, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა უბისისა და გელათის მონასტერთან, ხოლო მიმდინარეობს მოწამეთას მონასტერთან და კაცხის სვეტთან, მიმდინარეობს გელათის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო საკონსერვაციო სამუშაოები და ვანის მუზეუმის მშენებლობა; დასრულდა წყალტუბოს საკურორტო ზონის სრული რეაბილიტაცია, ახლა კი მიმდინარეობს შადრევნის რეაბილიტაცია.

რაც შეეხება ქუთაისის ისტორიული უბნის რეაბილიტაციას, მშენებლობის დაიწყება - 2020 წლის I კვარტალში, სავარაუდო ბიუჯეტი 25 მილიონი ლარს შეადგენს. პროექტი ითვალისწინებს - ისტორიული უბნის, რიონის სანაპიროზე განლაგებული, 19 საუკუნის საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობების რეაბილიტაციას; „წითელი ხიდიდან“ - „ჯაჭვის ხიდამდე“ მდინარე რიონის მხარეს საფეხმავლო ბილიკის მოწყობას. დაგეგმილია დავით კაკაბაძის სახელობის გალერეის რეაბილიტაცია, მშენებლობის დაიწყება - 2020 წლის I კვარტალში. სავარაუდო ბიუჯეტი 5 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტი ითვალისწინებს - დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რეაბილიტაციას მუზეუმში დაცულია ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული და გამოყენებითი ხელოვნების 3000-მდე ექსპონატი.

რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, მიმდინარე მნიშვნელოვანი გზის პროექტებია რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის 2 სექცია, ასევე საირმე-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია. ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი 41.3 კმ-იანი გზის მშენებლობა, რომელიც 2022 წელს დასრულდება. ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთი გზის რეაბილიტაცია 2020 წელს დასრულდება. რაც შეეხება დაგეგმილ მნიშვნელოვან გზის პროექტებს, ვანი-დაფნარის 14 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და ჭიათურა-ზესტაფონის 33 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია. გარდა ჩქაროსნული გზების მშენებლობისა ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს შიდა სახელმწიფოებრივი გზების მშენებლობა/რეაბილიტაციას. მათ შორის, უკვე დასრულებულია ჭიათურა-თვალუეთის და ძევრი-სეფარეთის გზის რეაბილიტაცია. დაგეგმილია ლიჩი-ნადაბურის გზის რეაბილიტაცია, რომელიც ხარაგაულს მუნიციპალიტეტს აკავშირებს საჩხერეს მუნიციპალიტეტთან, ცხენთარო-აჯამეთი-ვარციხის და ობჩა-როდინაული გზა, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტს აკავშირებს ბაღდათის მუნიციპალიტეტთან. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუთაისის შიდა ქუჩების რეაბილიტაციასაც ახორციელებს. ეს ქუჩებია: გუგუნავას, ნინოშვილის, შარტავას, ბუხაიძის, ჯავახიშვილის, ნიკეას ქუჩისა და სულხან საბას გამზირის, აღმაშენებლის, თავისუფლების, საიათნოვას. ჯამში პროექტი ღირებულება 28 მილიონი ლარია.

რაც შეეხება ნარჩენების მართვას, დასრულდა საჩხერის და თერჯოლის ნაგავსაყრელების რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა. იმერეთის რეგიონს 30-მდე ნაგვის მანქანა და 1355 ურნა გადაეცა. დაგეგმილია ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი, რომლის ღირებულებაც 27.6 მილიონ ევროს შეადგენს. ასევე დაგეგმილია დაგეგმილია 10 ბაღის მშენებლობა, ჯამური ღირებულება - 6.8 მილიონი ლარია. ასევე დაგეგმილია 10 სკოლის მშენებლობა და 19 სკოლის რეაბილიტაცია, ჯამური ღირებულება - 23.5 მილიონ ლარს სეადგენს. ასევე იგეგმება ქუთაისში საცურაო აუზის მშენებლობა. სამტრედიაში კი ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონის რეაბილიტაცია. ხაზი გაესვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც, წყალტუბოში მიმდინარე პროქტებია 8 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ 560 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას. ქუთაისში მიმდინარე პროექტებია 3 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა , რომელშიც 480 დევნილი ოჯახი იცხოვრებს. ხოლო დაგეგმილია 11 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, 1200 დევნილი ოჯახისთვის. საუბარი ასევე შეეხო ჭიათურაში საბაგირო გზის რეაბილიტაციას.


ნანახია: 533-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად ვერსიაში 13 საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტია ჩადებული.

ამინდი