Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის აღების ფაქტები 88.89%-ით გაიზარდა

თარიღი : 3-05-2019, 10:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის აღების ფაქტები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 88.89%-ით გაიზარდა.

კერძოდ, შს სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს ამ დანაშაულის - 34, ხოლო 2018 წლის იანვარ-მარტში 18 ფაქტი დაფიქსირდა.

ზოგადად სამოხელეო დანაშაულის სტატისტიკა კი მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.85%-ით არის შემცირებული. კერძოდ, თუ მიმდინარე წლის 1-ელ სამ თვეში სამოხელეო დანაშაული 161 ფაქტი დაფიქსირდა, 2018 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 171 იყო.

ამასთან, უწყების ცნობით, სტატისტიკურად 2019 წლის 1-ელ კვარტალში სამოხელეო დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან ყველაზე მეტი - 72 შემთხვევა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება. გარდა ამისა: 2019 წლის იანვარ-მარტში 34 - ქრთამის აღების; 28 - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების; 15 – სამსახურებრივი გულგრილობის; 7 - სამსახურებრივი სიყალბის; 4 - ქრთამის მიცემის და 1 შემთხვევა სხვა დანარჩენი დანაშაული დაფიქსირდა.


BPN


ნანახია: 914-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 8 თვის და აგვისტოს თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.
IDFI-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2015 წლიდან ყოველწლიურად 50%-ით იზრდებოდა ოჯახში ძალადობის შემთხვევების
აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თქმით, ქუთაისის აეროპორტში მაისში წინა თვეებთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 37
2018 წლის ოქტომბერში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს, იანვარ-მარტში ქვეითების დაღუპვის შემთხვევები საქართველოში 6,67%-ით, თბილისში კი

ამინდი