Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამთო მომზადების სკოლას ეწვივნენ

თარიღი : 2-05-2019, 16:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინიცირებული და დაფინანსებული პროექტის "ვემსახუროთ საქართველოს" ფარგლებში მე_ 2 საჯარო სკოლის მოსწავლეები 1 მაისს ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლას ეწვივნენ. საგანმანათლებლო პროექტი მიზნად ისახავდა ჯარისკაცის პროფესიის პოპულარიზებას, ახალგაზრდებში სამხედრო სამსახურის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და თავდაცვის ძალების მიმართ პატივისცემის გამოხატვას. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს უმასპინძლეს სკოლის მეთაურმა და გამოცდილმა სამხედრო მოსამსახურეებმა,რომლებმაც სპეციალურად სტუმრებისთვის მოაწყვეს სამხედრო შეიარაღების გამოფენა და პრეზენტაცია სამთო მომზადების სკოლის, ასევე ზოგადად საქართველოს თავდაცვის ძალების წინაშე არსებული გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ. შეხვედრა მრავალფეროვანი და საინტერესო გამოდგა ახალგაზრდებისათვის.დაათვალიერეს ადგილობრივი ინფრასტრუქტურა,გაეცნენ ჯარისკაცების ყოველდღიურ ცხოვრების წესს და მცირე სამხედრო მომზადებაც გაიარეს. პროექტში ჩართული იყო 74 მოსწავლე და განხორციელდა თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ასევე საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურის მალხაზ გოლეთიანის უშუალო ხელშეწყობით.პროექტის მიმდინარეობისას ახალგაზრდები ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ბიწაძემაც მოინახულა , მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ ყველა მონაწილეს და სამხედრო პირს.


ნანახია: 569-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ბავშვებს ავღანეთიდან ქართველი
სამხედრო ბაზებზე თავდაცვის მინისტრთან ერთად ტელერეპორტიორებიც იცხოვრებენ.
დღეიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფი სამუშაო დღეს საქართველოს ჰიმნის ფონზე, სახელმწიფო დროშის აღმართვით
კადეტთა სამხედრო ლიცეუმს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ესტუმრა.

ამინდი