Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დღეს ქუთაისში "გვირილობა" აღინიშნება

თარიღი : 2-05-2019, 11:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დღეს ქუთაისში "გვირილობა" აღინიშნება. ტრადიცია ქალაქში მე-20 საუკუნის დასაწყისში დამკვიდრებულ საქველმოქმედო დღესასწაულს უკავშირდება, რომლის აღნიშნვა 1911 წლიდან დაიწყო.

"გვირილობა" გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. ამ აქციას შემდგომში ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად გარდაიქმნა.

სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა ბაგრატი ტაძარში საზეიმო წირვით დაიწყო. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ ბაგრატის ტაძრის ეზოდან ქუთაისი დალოცა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით, ტრადიციულად პატივი მიაგეს სამი ოთარის ძეგლებს.

სასტუმრო ,,ბაგრატი 1003’’, - ში ამ წუთებში დიპლომატიური კორპუსის მიღება დაიწყო.

მთელი დღის განმავლობაში ქუთაისის ქუჩებში დაგეგმილია ყვავილების,ადგილობრივი წარმოების, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ცენტრალური ბაღში, კოლონების მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია ქალაქის დღესასწაულის ოფიციალურად გახსნა, სადაც წარმოდგენილი იქნება მომავლის თეატრის- ,,ცისფერყანწელები’’-ს პერფორმანსი- ,,ისწავლე თავისუფლება’’.

დღის განმავლობაში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება. დღის ბოლოს კი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გალა- კონცერტი გაიმართება, რომელშიც ცნობილი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.


ნანახია: 1043-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღის განმავლობაში ქალაქში სულ 25 სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.
'საქართველოს განვითარების ფონდის' ქუთაისის ოფისმა გვირილობის დღესასწაული სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნა.
დღეს დაასრულებს გალა კონცერტი და ლაზერული შოუ ცენტრალურ მოედანზე
ქუთაისში, ქალაქის დღესასწაული 'გვირილობა' ტრადიციულად ბაგრატის ტაძრიდან დაიწყო.
წელს ზეიმი ერთი დღის ნაცვლად მთელი კვირა გაგრძელდება.
ქუთაისის მერია ქალაქის დღესასწაულის-'გვირილობის' პროგრამას აქვეყნებს.

ამინდი