Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

თარიღი : 1-05-2019, 21:18 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ქუთაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისში მიმდინარე წლის 1 მაისის 22:00 საათიდან 2 მაისის 21:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაიკეტება შემდეგ ქუჩებზე: პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ცისფერყანწელების, პუშკინის და წმინდა ნინოს ქუჩებზე (3 სკოლის მიმართულებით).

2 მაისის 09:00 საათიდან, ასევე, მოძრაობა დაიკეტება ცენტრალურ მოედანზე და მასთან მისასვლელ ქუჩებზე, კერძოდ: წერეთლის, თამარ მეფის, გელათის და ფალიაშვილის ქუჩებზე.
2 მაისს 03:00 საათიდან 19 საათამდე გადაიკეტება ირ.აბაშიძის გამზირი, 9 აპრილის და შარტავას ქუჩების კვეთიდან.

ყველა ჩამოთვლილ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ღონისძიებების დასრულებისთანავე სრულად აღდგება.


ნანახია: 823-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შსს-ს ცნობით პოლიციელის დღესთან დაკავშირებით 29-30 მაისს 08:00 საათიდან ქუთაისის ცენტრალური მოედანი დაიკეტება.
ინფორმაციას ამის შესახებ 'ენერგო პრო ჯორჯია' ავრცელებს.
სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ამინდი