‘გზა თუ არ გადაითხარა, ისე ვერ მოწესრიგდება,’- ქუთაისის მერიის განმარტება ქალაქში შექმნილ დისკომფორტზე
თარიღი : 1-05-2019, 21:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩის მოწესრიგება ერთროულად მიმდინარეობს. გადათხრილი ქუჩების მიზეზით კი, ქალაქში ხშირია საცობი და გართულებულია მოძრაობის გართულება. გადათხრილი გზების გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამენ ტურისტები და ტუროპერატორები.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
„გასაგებია მოქალაქეთა უკმაყოფილება, თუმცა გზა თუ არ გადაითხარა, ისე ვერ მოწესრიგდება. მიმდინარე წელს 6 ცენტრალური ქუჩა კეთდება და ინფრასტრუქტურაზე უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის თანხა იხარჯება. გზა როგორც ჩვენი თანაქალაქელების, ისე ტურისტების კომფორტულად გადაადგილებისათვის კეთდება,“- ამბობს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი.