Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

თარიღი : 1-05-2019, 12:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ა(ა)ი.პ ,,წყალტუბოს კეთილმოწყობის ცენტრის’’ სპეციალისტებმა ახალი სანათები უკვე დაამონტაჟეს ქალაქის შემოსასვლელში, ტაბიძის, გოგებაშვილის, გამსახურდიას, 9 მარტის, კოსტავას, ბარათაშვილის, ყაზბეგის, ლორთქიფანიძისა, თამარ მეფისა და აღმაშენებლის ქუჩებზე. განათების ქსელი მოწესრიგდა საფეხმავლო ბილიკებზეც.

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ დაათვალიერეს.
,,სრულად შეიცვლება და განახლდება ქალაქის გარე განათების სისტემა, გაკეთდება ყველაფერი წყალტუბოს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და გალამაზებისთვის ’’-აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.

ა(ა)ი.პ ,,წყალტუბოს კეთილმოწყობის ცენტრის’’ მმართველის თორნიკე ჯიქიას განმარტებით, გრძელდება ახალი 100 ვატიანი დიოდური სანათების მონტაჟის პროცესი, რომელიც ფაქტიურად ყველა ცენტრალურ ქუჩას მოიცავს.

ცნობისთვის, დიოდური სანათები ელექტროენერგიის 60–70%-იან ეკონომიას იძლევა.


ნანახია: 493-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც წყალტუბოს მერიაში აცხადებენ, მაგისტრალზე გარკვეული დროის წინ დაზიანდა გარე განათების სადენი, რომელიც შეკეთებას არ

ამინდი