Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონში სცენარისტისა და მსახიობის, ნანა მჭედლიძის, მემორიალური დაფის გაიხსნა

თარიღი : 1-05-2019, 09:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე კინორეჟისორის, სცენარისტისა და მსახიობის ნანა მჭედლიძის საფლავთან მემორიალური დაფის გახსნას დაესწრო.

პროექტი საზოგადოება ხონელის ინიციატივითა და კონსტანტინე ჩხენკელის სახელობის ხონის კულტურული აღორძინების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

დღესვე, გაიმართა კონსტანტინე ესტატეს ძე ჩხენკელის სახელობის ხონის კულტურული აღორძინების ფონდის ერთი წლის ანგარიში. გამგეობის წევრებმა საზოგადოებას წარუდგინეს პროექტები, რომლებიც ხონში ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. ასევე, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ.

,,წლებია ფონდი ფასდაუდებელ საქმიანობას ეწევა და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ხონის კულტურული განვითარების საქმეში. იპოლიტე ხვიჩიას, პოლიკარპე კაკაბაძის, ივანე შარაშიძის, ნოდარ დუმბაძის და ახლა ნანა მჭედლიძის სახელების უკვდავსაყოფად, პატივსაგებად ჩვენს ქალაქს უკვე ამშვენებს მათი ბიუსტები, მემორიალური დაფები და ეს ფონდის დამსახურებაა. მინდა მადლობა ვუთხრა კონსტატნე ჩხენკელის შთამომავლებს , მის ქალიშვილს ნანას და შვილიშვილს მაგდას, რომ ამდენ საქმეს აკეთებენ სრულიად უანგაროდ. მადლობა ფონდის გამგეობის წევრებს. წარმატებებს გისურვებთ და მხარდაჭერას გიდასტურებთ,, - განაცხადა ლადო ჯურხაძემ.


ნანახია: 608-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კინორეჟისორი და მსახიობი ნანა მჭედლიძე დღეს ხონის მუნიციპალიტეტში დაკრძალეს.

ამინდი