ჩუნეშში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ - მუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თარიღი : 30-04-2019, 14:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ სოფელ ჩუნეშში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს. სოფელ ჩუნეშში ნიკო ლორთქიფანიძის სახლ- მუზეუმთან მისასვლელი გზის პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 598 656 ლარით ფინანსდება.