Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიის სათნოების სახლს მოხუცები დაეღუპა

თარიღი : 14-02-2014, 20:52 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
სამტრედიის სათნოების სახლში ხუთი მოხუცის გარდაცვალების მიზეზებს იკლვევენ. დაწესებულების 29 ბენეფიციარიდან ხუთი მათგანი მოულოდნელად გარდაიცვალა, ხოლო 8 ქუთაისის ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში მკურნალობს.
„მოხუცებს არავითაარი სიმპტომები არ აღენიშნებოდათ. სიცხეც არ ყოფილა დაფიქსირებული. გრიპი ჰქონდათ იოლ ფორმებში. მოულოდნელად 40-41 გრადუსი ტემპერატურა დაფიქსირდა. მორიგე მედდამ მოხუცებს დახმარება აღმოუჩინა, თუმცა ისინი ერთიმეორეს მიყოლებით, ერთნაირი სიმპტომებით გარდაიცვალნენ,“ - ამბობს სათნოების სახლის დირექტორის მოადგილე ნათია ნიკოლეიშვილი.
სამტრედიის სათნოების სახლს 29 ბენეფიციარი ჰყავს. დაწესებულებაში მყოფი მოხუცები აცხადებენ, რომ სათნოების სახლში სანიტარულ-ჰიგიენური და კვების კუთხით ნორმალური ვითარებაა. სათნოების სახლში ხუთი მოხუცის გარდაცვალების მიზეზების გასარკვევად თბილისში გაგზავნილი ანალიზებისა და ცხედრების ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან.


ნანახია: 1980-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის ა(ა)იპ 'სათნოების სახლი' ახალ ფართში განთავსდა. უფასო სასადილო ამ დრომდე ნაქირავებ ფართში იყო განთავსებული.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ 'სათნოების სახლი' ახალ ფართში გადადის.

ამინდი