ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა ასობით მოქალაქემ აღნიშნა
თარიღი : 14-02-2014, 17:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ, ასობით ადამიანი საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის თანამდებობიდან გადადგომას აღნიშნავს.
როგორც საკრებულოს დეპუტატებმა და "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ აქციაზე განაცხადეს, მათმა ერთობლივმა პროტესტმა შედეგი გამოიღო.
"დიდი მადლობა ყველას ვინც დადგვიდგა გვერდით. საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომა ჩვენს გამარჯვებას ნიშნავს. მიხარია, რომ ქუთაისელი ხალხი, მაშინ როცა ქალაქის ბედი წყდება ერთად დგას, "- აცხადებს ფრაქცია"ქართული ოცნების" თავმჯომარე მამუკა მღვდელაძე.
"მინდა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის შემდეგ მსგავსი აქციები ქუთაისში დარწმუნებული ვარ, რომ აღარ იქნება. ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ და ეს ქუთაისელების დამსახურებაა,"- აცხადებს "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მანანა მიქაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა.