Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

27 აპრილს ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნება

თარიღი : 27-04-2019, 13:12 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
27 აპრილს ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნება. ვეტერინარები უზრუნველყოფენ ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტირებას, პროფილაქტიკასა და მკურნალობას.

ვეტერინარიის მსოფლიო დღე ვეტერინართა მსოფლიო ასოციაციის (WVA) და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ინიციატივით, 2000 წელს დაარსდა და ყოველწლიურად აპრილის ბოლო შაბათს აღინიშნება.

2019 წელს, მთავარი გზავნილია ვაქცინაციის მნიშვნელობა დაავადებების პრევენციასა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისათვის - ვიზრუნოთ ცხოველებზე უკეთესი მომავლისთვის ❗️

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს უფასო ვაქცინაციას სხვადასხვა დაავადებაზე:
2018 წელს სულ ვაქცინირებულია - 5 145 541 სული ცხოველი, ხოლო ვეტერინარული ზედამხედველობის (ბიოუსაფრთხოების) პუნქტებზე ექტოპარაზიტების საწინააღმდეგოდ დამუშავებულია - 721 633 სული პირუტყვი.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში მუდმივად დასაქმებულია 170 ვეტერინარი.


ნანახია: 347-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ ამ დროისათვის 350 ათასი სული პირუტყვია ვაქცინირებული.
ნოდულარული დერმატიტი ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომლითაც მხოლოდ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ავადდება. დაავადებისას პირუტყვს
ძილის მსოფლიო დღის მიზანია საზოგადოებას შეახსენოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ძილი ჯანმრთელობისათვის და როგორ უნდა
ვეტერინარები, სასაკლაოს მფლობელები და ფერმერები საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ეცნობიან ინფორმაციას ცხოველთა რეგისტრაციის
აღნიშნული საკითხი ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად განსაკუთრებით აქტუალური ხდება.

ამინდი