Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ძალადობის მსხვერპლი ვარ 4 წელია უკვე და ამქვეყნად არავინაა ჩემი დამხმარე,'- ძალადობის მსხვერპლი გოგონას იტორია, რომელიც ყოფილი ქმრის ახლობლებმა შვილთან ერთად სცემეს

თარიღი : 27-04-2019, 13:08 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ძალადობის მსხვერპლი თეკო მიქაძე საზოგადოებას საკუთარ ისტორიას უყვება და უფლებადამცველი ორგანიზაციებისგან დახმარებას ითხოვს.

ახალგაზრდა გოგონა წერს, რომ ერთი დღის წინ ის ორმა კაცმა სცემა და მისი მცირეწლოვანი შვილიც დაასახიჩრეს. თეკო მიქაძე ყვება რომ მას ფიზიკურად ყოფილი ქმრის ახლობლები გაუსწორდნენ. გოგონა ამბობს, რომ ყოფილ ქმარს დაშორდა, რადგან ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა.

ახალგაზრდა გოგონა იმასაც ამბობს, რომ ყოფილი ქმრის ოჯახი მისი ოჯახის სხვა წევრებსაც ფიზიკურას გაუსწორდა. თეკო მიქაძე შიშობს, რომ რადგან ყოფილი ქმრის მამა პოლიციელია, მას სამართლის პოვნა გაუჭირდება.

"ეხლა მოვყვები ყველაფერს რა როგორ იყო. მამაჩემი რომ სამჯერ ცემა ჩემმი ყოფილი ქმრის ოჯახმა ალბათ კარგად იცით. ერთხელ ჩემმა ყოფილმა მამამთილმა გადაარტყა თავში რკინა და ორჯერ ჩემმა ყოფილმა ქმარმა მუცელში ჩაარტყა, ერთხელ ამ დროს დანიელი (შვილი) ეჭირა მამიკოს ხელში. კიოდა ბავშვი, რის გამოც ციხეში იჯდა 1 კვირით ჩემი ყოფილი ქმარი, მაგრამ ისევ მამამისის ნაცნობობამ უშველა. შესაბამისად, მამას ორგანიზმმაც მოგვცა უკურეაქცია და გაუჩნდა კაცს კიბო, სიკვდილს ძვლივს გამოვტაცეთ ხელიდან. ქმარსაც რა თქმა უნდა იმიტომ დავშორდი, რომ ყველანაირად ძალადობდა ჩემზე, რასაც აქამდე არ ვამბობდი იმიტომ, რომ ჩემ შვილს ვუფრთხილდებოდი.

ნუ კარგი, წამართვა მანქანა, მამის ჯანმრთლობა და გადავიტანეთ როგორმე.

დღეს გავატანე ბავშვი დილის 12 საათზე, 5 იყო რომ ვურეკავ რა აჭამე-თქო და პეჩენიაო. ნუ რა თქმა უნდა, ამეშალა ნერვები, აჭამე რამე-მეთქი და მენაგლებოდა, მეც ავდექი, ჩავიცვი და წავედი, ბავშვი კი ნაცემი დამხვდა. ჩემი ყოფილი დედამთილი ამბობს: ეგ ნიკამ უქნა გიორგაძემო (ყოფილი ქმრის მეგობარი), წაექცა ალბათო, მაგრამ მე თუ ესე არაკაცურად მირტყა, არ გამოვრიცხავ, რომ ბავშვიც ძალით დამიმახინჯეს. თან ისეთი დაზიანებები აქვს, ერთი წაქცევით ყველაფერი ვერ მოუვიდოდა სახეზე. ნუ კარგი, წამოვედი და დედიკო ურეკავს ნიკას დას ნაზის, რომ ნიკა თუა სახლში, ამოვალთო. ავედით, სადაც ასევე ჩემი ყოფილი ქმარი დამხვდა.

გუშინ ნიკამ და მე ვიკამათეთ, რადგან დედიკოს ნათესავია და დედიკომ კითხა: მაგ არაკაცს რატომ ეძმაკაცები, როცა თეკოს ესე მოექცაო და ნიკამ დედიკოს ცუდად მიწერა, მეც არ ვაპატიე და ცუდი მიმოწერა გვქონდა ძალიან.

ავედით დედიკო ეკითხება ნიკას რა მოხდა ბავშვი ესე რატო არისო ყინული დავადო თუ რა ვუქნა რომ ვიცოდეო. პასუხი იყო: ზაზა სადააო, კიბოიანი კაცი უნდათ რომ ნახონ და ცემონ კიდევ. მეთქი მამაჩემს თავი დაანებეთ, მე ვარ აქ მეთქი.

მერე თემომ (ყოფილი ქმარი) დაიწყო "ნაგლობები" ისევ და ხმას ავუწიე, მისმა ძმაკაცმა ნიკა გიორგაძემ კი ხმას ნუ უწევ, დანიელი ჩემი ძმაკაცის შვილია და წავაქციე თუ რა ვუქენი, შენი საქმე არააო. ამ დროს თემოს ხელი ვკარი, ნუ ეხები მამაჩემს კიდევ მეთქი და თან ჩამარტყა ნიკამ, მერე დაეხმარა მამამისი სულიკო და ბოლოს მათი ახლობელი ქალი ნაზი. სამივე ერთად მირტყამდნენ. თემო გადამეფარა ისევ მერე რომ ნუ მოკლავთ გაჩერდითო. ნიკა და სულიკო დედიკოსკენაც გაიწივნენ საცემად, დედიკოს დანიელი ეჭირა და კიოდა, დანიელს არ მოხვდესო. ვანში რომ ვინმე ერთი წესიერი კაციც ცხოვრობდეს, წესით 22 წლის გოგოს ცემა 55 წლის კაცს და მის არაკაც შვილს არ უნდა შერჩეს. ამდენი წელია ვისაც უნდა ყველა მე მირტყამს ან ჩემს ოჯახს და კაცი შვილი არაა პატრონი. პოლიციაში წავიდე რა აზრი არ აქვს თემოს მამა პოლიციელია. მოკლედ საშველი არაა. თუ ჩავაკვდი დღეს ესე აკანკალებული და ცოცხალ-მკვდარი დღეს დედაჩემს ხელებში, იცოდეთ ვისი ბრალია. ჩვეულებრივი ძალადობის მსხვერპლი ვარ 4 წელია უკვე და თუ არავინაა ჩემი დამხმარე ამ ქვეყნად,"- ამბობს თეკო მიქაძე.





ნანახია: 901-ჯერ

მსგავსი სიახლეები
22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს მასზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში მყოფი, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ამერიკის მოქალაქის სიცოხლისა და უსაფრთხოების
დეა გოშხეთელიანი ყოფილი ქმრის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.

ამინდი