Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, წყალტუბოში სააღდგომო ნობათის დარიგება დაიწყო

თარიღი : 25-04-2019, 16:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ტრადიციულად სააღდგომო ნობათის დარიგება დაიწყო. შეჭივრებულ ოჯახებთან ერთად კვების პროდუქტები ,,ინკლუზიური ცენტრის'' ბენეფიციარებს გადაეცათ.

"ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, მინდა მივულოცო ყველა ქრისტიანსა და სრულიად საქართველოს. დღეს პირადად შევხვდით იმ მოქალაქეებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა, დახმარება, გულისხმიერება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 0-დან 65 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, შ.შ.მ ბავშვებისთვის, სამამულო ომის მონაწილეებისა და დედ-მამით ობოლი ბავშვებისათვის 12 095 ლარი გამოიყო. 295 ბენეფიციარმა უკვე მიიღო 41 ლარის ღირებულების კვების პროდუქტები, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სოციალური პროგრამიდან, ასევე 100-100 ლარი ჩაერიცხა ,,სათნოების სახლის'' 180 ბენეფიციარს’’- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

სააღდგომო ნობათის დარიგების აქციაში ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებთან ერთად მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ჩაერთნენ.


ნანახია: 330-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სააღდგომო ნობათების დარიგება 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს ტრადიციულად, სააღდგომო ნობათებს გადასცემს.
მერი მოქალაქეებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

ამინდი