Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ავტომანქანის მფლობელი დაჯარიმდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭესთან სხვა იჯდება

თარიღი : 25-04-2019, 11:04 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პირებს, რომლებიც ავტომანქანას ფლობენ, მაგრამ მართვის მოწმობა არ აქვთ, ე.წ. ჭკვიანი კამერით სიჩქარის გადაჭარბების დაფიქსირების შემთხვევაში, მართვის მოწმობის არქონის გამო დააჯარიმებენ და ეს იმ შემთხვევაშიც მოხდება, თუ საჭესთან თავად არ ისხდებიან. თუმცა მანქანის მფლობელს საშუალება ექნება, სანქცია თავიდან აიცილოს იმ შემთხვევაში, თუ რეალურ სამართალდამრღვევს წარადგენს.

ცვლილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შინაგან საქმეთა სამინისტრო ამზადებს. ინიციატივის თანახმად, ვიდეოჯარიმებს ქულათა სისტემა უნდა მიებას. კერძოდ, მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები ე.ჭ. ჭკვიანი კამერების მიერ სიჩქარის გადაჭარბების გამოვლენისას ჩამოაკლდება.

რაც შეეხება ჯარიმის თავიდან არიდების მექანიზმს, ლილუაშვილი განმარტავს, რომ ავტომანქანის მესაკუთრეს შესაძლებლობა ექნება ჯარიმის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს ის პირი, ვინც სამართალდარღვევისას საჭესთან იჯდა. ასეთ შემთხვევაში მართვის მოწმობის გარეშე მანქანის მართვისთვის გათვალისწინებული სანქცია გაუქმდება, ხოლო წარდგენილ პირს სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაეკისრება ჯარიმა და ამასთან, მართვის მოწმობაზე ქულებიც ჩამოაკლდება. 10 დღიანი ვადის ათვლა კი მას შემდეგ დაიწყება, რაც მოქალაქეს ფოსტით გაგზავნილი საჯარიმო ქვითარი ჩაბარდება ან შსს-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვენდება.


ნანახია: 2515-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდა.
კანონპროექტით გათვალისწინებულია მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის შემოღება. აღნიშნული ქულები ადმინისტრაციული
საგზაო წესების შესახებ კანონის შეცვლის შემდეგ, მართვის მოწმობაზე დარიცხული 100 ქულა ერთ მოქალაქეს უკვე ამოეწურა.
საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა;

ამინდი