შაშიაშვილი:ქუთაისი საუნივერსიტეტო და დიდი ბიზნესის ქალაქი უნდა გახდეს
თარიღი : 26-08-2013, 19:28 | კატეგორია: პოლიტიკა

პარტია „თეთრების“ ლიდერისა და იმერეთის ყოფილი გუბერნატორის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ქუთაისს 300-400 მილიონი სჭირდება იმისათვ ის, რომ ამ ქალაქში უმუშევარი ადამიანი საძებარი გახდეს. ამის შესახებ შაშიაშვილმა ქუთაისში, პრეზიდენტობის კანდიდატის-ნინო ბურჯანაძის მოსახლეობასთან შეხვდრისას განაცხადა.
„ქუთაისი უნდა გახდეს საუნივერსიტეტო და დიდი ბიზნესის ქალაქი. ქუთაისს სჭირდება ადამიანი, რომელსაც უყვარს ქალაქი, ქვეყანა და არ სჭირდება ის. მიხეილ სააკაშვილს სჭირდებოდა ქვეყანა. მე მიყვარს ქუთაისი და ამით განვსხვავდები მათგან. მე ეჭვი მეპარება, რომ ამ საკრებულოს უყვარს ეს ქალაქი. ისინი ებრძვიან წესიერ ადამიანს. ასე რომ არ ყოფილიყო, ამერიკიდან ქუთაისის მერად ჩამოსულ მოქალაქეს გვერდში დაუდგებოდნენ,“ - განაცხადა შაშიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნინო ბურჯანაძე იმერეთში შეხვედრებს მართავს.