Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აწსუს სტუდენტები სხვადასხვა ობიექტებზე ფასდაკლებით ისარგებლებენ

თარიღი : 25-04-2019, 09:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვადასხვა კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სხვადასხვა სახის შეღავათის დაწესებას ითვალისწინებს.

"ამ ეტაპზე ოფიციალურად ჩაერთო 5 კომპანია, თუმცა მოლაპარაკებები ისევ გრძელდება, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს შეთავაზებებს. სტუდენტები ისარგებლებენ სპეციალური შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით, ამისთვის აუცილებელია თან იქონიონ სტუდენტური ბარათი,"- აცხადებენ უნივერსიტეტში.

კომპანიები, სადაც სტუდენტებს შეღავათებით სარგებლობა შეუძლიათ:


წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსა“
მის: წმინდა ნინოს ქ. #13 , ქუთაისი
შეთავაზება:
15%-იანი ფასდაკლება სტუდენტებისათვის.

ბოულინგ ცენტრი „არენა“
მის: ილია ჭავჭავაძის გამზ. #63, ქუთაისი.
შეთავაზება:
ბოულინგი - 25% ფასდაკლება მოქმედი ტარიფიდან;
ბილიარდი პული - 25% ფასდაკლება მოქმედი ტარიფიდან;
ბილიარდი პირამიდა - 25% ფასდაკლება მოქმედი ტარიფიდან;

სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი „ლაგუნა“
მის: ა.ხორავას ქ.#1 , ქუთაისი.
შეთავაზება:
ერთ თვიანი (თვეში 12 ვიზიტი, შეუზღუდავი დროით) აბონიმეტი 110 ლარი (რასაც ერთჯერადად დაემატება ელექტრონული სამაჯურის ღირებულება);
ერთჯერადი შესვლის ღირებულება 15 ლარი.

რესტორანი „ქართული კოშკი“
მის: პუშკინის ქ. #6, ქუთაისი.
შეთავაზება:
20%-იანი ფასდაკლება სტუდენტებისათვის.

კინო „საქართველო“
მის: თამარ მეფის ქ. #63, ქუთაისი.
შეთავაზება:
10% ფასდაკლება შპს „კინო საქართველოს“ დარბაზებში მიმდინარე კინო სეანსებზე მოსულ აწსუ-ს 5-დან 10-მდე სტუდენტისგან შემდგარ ჯგუფზე ვალიდური სტუდ-ბარათების წარმოდგენის შემთხვევაში.
20% ფასდაკლება შპს „კინო საქართველოს“ დარბაზებში მიმდინარე კინო სეანსებზე მოსულ აწსუ-ს 10-დან 15-მდე სტუდენტისგან შემდგარ ჯგუფზე ვალიდური სტუდ-ბარათების წარმოდგენის შემთხვევაში.
50% ფასდაკლება შპს „კინო საქართველოს“ დარბაზებში მიმდინარე კინო სეანსებზე მოსულ აწსუ-ს 15-დან ზევით სტუდენტისგან შემდგარ ჯგუფზე ვალიდური სტუდ-ბარათების წარმოდგენის შემთხვევაში.

კვების ობიექტი „ბარაქა“
მის: თამარ მეფის ქ. #7, ქუთაისი
შეთავაზება:
10%-იანი ფასდაკლება სტუდენტებისათვის.


ნანახია: 2358-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დედაქალაქისგან განსხვავებით, ქუთაისში სტუდენტებისთვის განტვირთვისთვის საჭირო არცთუ ისე ბევრი დაწესებულებაა, თუმცა რასაც ქალაქი
ქუთაისის მკვიდრი ლაშა მურუსიძე ქუთაისური ფასდაკლების, ე.წ. 'სეილის' შესახებ წერს.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
"სტუდენტური დღეების" გამარჯვებული სტუდენტებისათვის პრიზების გადაცემის შემდეგ, საღამო ,,ოჩოს ქოხის“ კონცერტით გაგრძელდა.
თეატრები სრული დატვირთვით თვენახევარში ამუშავდება. მოეწყობა კაფეები და იქნება ადაპტირებული გარემო შშმ პირებისთვის.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ახალი სეზონიდან განახლებულ რუბრიკას, ინტერიუ-ს გთავაზობთ, სადაც საზოგადოებისთვის

ამინდი