"ხარაზოვის ბაღის რეაბილიტაციისთვის ათასობით ლარი დაიხარჯა,თუმცა დღემდე მოუწესრიგებელია"
თარიღი : 24-04-2019, 17:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხარაზოვის ბაღის რეაბილიტაცია წლების მანძილზე რამდენჯერმე განხორციელდა, თუმცა მოუწესრიგებული ინფრასტრუქტურა და დაზიანებული შადრევანი ისევ პრობლემას წარმოადგენს. ადგილობრივები შადრევანში დაგროვებულ წყალსა და მომრავლებული ამფიბიების პრობლემაზე საუბრობენ.
"ხარაზოვის ბაღის რეაბილიტაციისთვის ათასობით ლარი დაიხარჯა,თუმცა დღემდე მოუწესრიგებელია. 60 ათასი გამოიყო, შეჭამეს. მერე 35 ათასი დოლარი გამოიყო, კიდევ შეჭამეს. აქაურობა უპატრონოდაა. გაუცელავი, წელამდე ბალახი, ბარდები. მეეზოვეები მხოლოდ შესასვლელის ნაწილს ალაგებენ, სკამებთან ხვეტავენ, სხვა ტერიტორია მიტოვებულია. ეკალბარდებით არის სავსე იქეთ ეზო. შადღევანი ნაგვით და ბაყაყებით, რომელბიც ყიყინებენ, ძილის საშუალებას არ გვაძლევენ ღამის საათებში, ის მაინც გააკეთონ. ან მოსპონ, ანდა მიწით მაინც ამოავსონ, მცენარეები ჩარგონ, როგორი გასაძლებია?'', - განმარტავს ადგილობრივი რაისა სინაურიძე.
შეგახსენებთ, ხარაზოვის ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წელს ჩატარდა, რისთვისაც 640 ათასი ლარი დაიხარჯა. სკვერის დაპროექტებისა და რეაბილიტაციის სამუშაოები ჰოლანდიური კომპანიამ Dutch Design Garden შეასრულა. მოგვიანებით, 2017 წელს ქუთაისის მერიამ სკვერში არსებული ტერიტორიის მოწყობისა და შადრევნის რეაბილიტაცისათვის 473 123 ლარი გამოიყო, თუმცა აღნიშNული ტერიტორიაზე დღემდე ინფრასტრუქტურული პრობლემებია.
ესმერალდა კუპრაძე