Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა

თარიღი : 24-04-2019, 11:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გასულ კვირას საქართველოში ხახვის ფასი 16%-ით გაიზარდა, მთლიანად აპრილის განმავლობაში კი - 36%-ით. ამის შესახებ East fruit-ის ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი.

ექსპერტების შეფასებით, გასული კვირას ხახვის ღირებულება, რეგიონის ქვეყნების უმრავლესობაში, რეკორდულად გაიზარდა. თუმცა, პროდუქტის ფასი რუსეთში შედარებით დაეცა.

ხახვის სიძვირით ლიდერი ქვეყანა უკრაინაა, სადაც პროდუქტის ღირებულებამ 30%-ით მოიმატა და 1კგ- 82 ცენტი გახდა. მას მოსდევს პოლონეთი, სადაც მართლია, გასულ კვირას ხახვი 10%-ით გაძვირდა, თუმცა, 1კგ პროდუქტის ფასმა 70 ცენტი შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ ხახვის იმპორტი ორივე ქვეყანაში გაიზარდა, ხარისხიანი პროდუქტი შემცირდა, შესაბამისად, ფასები გაიზარდა.

რაც შეეხება საქართველოს, აქ პროდუქტის ღირებულება გასულ კვირას 16%-ით გაიზარდა და 1 კგ ხახვის ფასი 56 ცენტი გახდა. რაც შეეხება მთლიანად აპრილის მაჩვენებელს, ხახვის ფასი 36%-ით არის გაზრდილი.


ნანახია: 333-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროდუქტის ყველაზე დაბალი ფასი ტაჯიკეთში დაფიქსირდა, სადაც ფერმერებს 1 კგ ხახვში საშუალოდ, 10 ცენტს სთავაზობენ, რაც წინა წლის ბოლო
გასული კვირის მონაცემებით, კონკრეტულად წითელი, მრგვალი პომიდვრის ფასის ყველაზე აქტიური ზრდა საქართველოსა და ტაჯიკეთში დაფიქსირდა,