ქუთაისში მოყვარულთა შორის დრიფტ შოუ გაიმართება

ქუთაისობის (გვირილობის) დღესასწაულის ფარგლებში, 2 მაისს, დასავლეთის დრიფტის ფედერაციის ორგანიზებით გრანდიოზული დრიფტის შეჯიბრი გაიმართება მოყვარულთა კლასში.
როგორც საქართველოს დრიფტ შოუს ფედერაციის დამფუძნებელი, ორგანიზატორი დავით კუხიანიძე იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში განმარტავს, მოლაპარაკებები საქართველოს მოქმედ ჩემპიონ ვახო ხურციძე მიმდინარეობს, რომელიც თანხმობის შემთხვევაში დრიფტშოუს შეთავაზებს ქუთაისელ მაყურებელს.
"დრიფტერების რაოდენობა ჯერ არ ვიცით, თუმცა ველოდებით 30-მდე მონაწილეს, მოყვარულს. პირველ რიგში მოლაპარაკება გვაქვს საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან ვახო ხურციძესთან, რომელიც დრიფტშოუს შეთავაზებს მაყურებელს. გვინდა, რომ გავაკეთოთ მაქსიმალურად გრანდიოზული შოუ. შარშან მცირე მასშტაბით გაიმართა, წელს შედარებით დიდი მასშტაბი იქნება იმიტომ, რომ "ორმაისობას" ჩატარდება. ლოკაცია ძალიან საინტერესოა. დილიდან უკვე დავიწყებთ მონაწილეების კვალიფიკაციას, რეგისტრაციის შემდეგ და იქნება სხვადასხვა ტიპის გასართობი თამაშები. პარალელურად მოეწყობა პროკლასის დრიფტ სანახაობა, რომელზეც პროფესიონალები აჩვენებენ მაყურებლებს ძალიან ძვირადღირებულ ავტომობილებით",- განმარტავს დავით კუხიანიძე.
მბრბოლელების რეგისტრაცია პარლამენტის პარკინგში 1 მაისის 16:00 საათიდან 2 მაისის 9:00-მდე შეეძლებათ. ღონისძიების მხარდამჭერი ქუთაისის მერიაა.
ესმერალდა კუპრაძე