Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი ჩატარდება

თარიღი : 23-04-2019, 16:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მუნიციპალიტეტი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს იმერეთის რეგიონის ცენტრში, ქუთაისში უმასპინძლებს. საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი ინიცირებულია, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერი აქტივობა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისათვის, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის ფარგლებში.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა შემუშავებულია ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“. გეგმის მთავარი მიზანია ქალაქში ეკონომიკური აქტივობისა და სამუშაო ადგილების გაზრდა. ქუთაისი არის პირველი ქალაქი რეგიონში, რომელიც 3-4 მაისს უმასპინძლებს ადგილობრივ და უცხოელ ასობით ინვესტორს , რათა უკეთ მოხდეს ქუთაისის საინვესტიციო პოტენციალისა და მისი ფუნქციური ადგილების გაცნობა.

ბიზნეს ფორუმი, „ოქროს საწმისის ძიებაში“, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები პარტნიორი ქალაქებიდან. ბიზნეს ფორუმის მხარდამჭერები არიან: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, „აწარმოე საქართველოში“, USAID კარგი მმართველობის ინიციატივა , ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, ქართულ-პოლონური სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს სამრეწველო და ინდუსტრიული პალატა.


ნანახია: 446-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისი პირველი ქალაქია საქართველოში, რომელმაც ევროკავშირის ამ ინიციატივას მოაწერა ხელი.

ამინდი