Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ცუდ მდგომარეობაშია ხალხი. ცოტ-ცოტას ყიდულობენ რომ სასაფლაოზე გაიტანონ და თავიანთი ვალი მოიხადონ,'-რა მდგომარეობაა ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში?

თარიღი : 23-04-2019, 11:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მოქალაქეები საკვებ პროდუქტებზე გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ სააღდგომო სუფრისთვის ელემენტარული პროდუქტების ყიდვაც კი უჭირთ.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში იმყოფებოდა. ბაზარში ფასები თითქმის ყველა სახეობის პროდუქტზეა გაზრდილი. ადგილზე დასაქმებულები განმარტავენ, რომ წინა წლებთან შედარებით სხვაობა გაცილებით მაღალია.

"ამდენი წელია ბაზარში ვმუშაობ და ასეთი მაღალი ფასები ჯერ არ ყოფილა წელს რომ არის. ყველაფრის ფასმა მოიმატა, ძალიან უჭირს ხალხს ყიდვა. ცუდ მდგომარეობაშია ხალხი. ცოტ-ცოტას ყიდულობენ რომ სასაფლაოზე გაიტანონ და თავიანთი ვალი მოიხადონ, თორემ ისე ბავშვებისთვის და საკუთარი თავისთვის ყველას უჭირს ყიდვა. სხვა ქვეყნებში პირიქით არის და საქართველოში სადღესასწაულო დღეებში იმატებს ყველაფრის ფასი. სააღდგომო კვირაში განსაკუთრებით," - განმარტავს მოვაჭრე ნინელი ხურციძე.

„შემოსავალი არ არის ქვეყანაში. ყველგან სიძვირეა, მყიდველები არ არიან, სად აქვთ ფული? ახლა ვინც ყიდულობს რამეს, ვითომ იმარაგებენ, ეშინიათ, კიდევ რომ მოიმატოს ფასებმა. რა უნდა გაძვირდეს კიდევ უფრო? ადრეც ძვირდებოდა დღესასწაულებზე ფასები, მაგრამ წელს კიდევ უფრო მოიმატა," -ამბობს აზა ირემაძე.

"ვერ ახერხებს მოსახლეობა რომ შეიძინოს სააღდგომოდ პროდუქტი, არ აქვს საშუალება, არ არის ხელმისაწვდომობა. ხომ არის სადღესასწაულო კვირა, ახლა უნდა იყოს ხალხი, მაგრამ არაა, ეს სიძვირითაც არის გამოწვეული და ზოგადად ხალხსაც არააქვს ფული. ბევრს არაქვს შესაძლებლობა და ბევრს ჯიბე კი აქვს სქელი, მაგრამ ბაზარში ხომ არ შემოვა?", - განმარტავს ერთ-ერთი მოვაჭრე.

მომხმარებლები კი გაზრდილ ფასებზე უკმაყოფილებას არ მალავენ და ამბობენ, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში პენსიონერები იმყოფებიან.

"ჩვენ ძლივს ვახერხებთ მცირეოდენი შენაძენის გაკეთებას და წარმოუდგენელია პენსიონერები გაუმკლავდნენ ამას. ფასები ძალიან გაზრდილია, შემოსავალი კი ცოტა აქვს ხალხს. ძალიან რთულია იმყოფინო ხელფასი, ელემენტარული ბოსტნეულის შესაძენად მაინც, ხორცზე, ხილზე და ტკბილეულზე არ გვაქვს საუბარი,“- აცხადებენ მოქალაქეები.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით კი, ადამიანის გამოსაკვებად დღეში 4 ლარი სავსებით საკმარისია.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 1369-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რძის და ხორცის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, ხილ-ბოსტნეული-ეს იმ სასიცოცხლო პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც
ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში დასაქმებული მოვაჭრეები პროდუქტების ფასების ზრდასა და მყიდველთა რიცხვის შემცირებას უჩივიან.
ბოლო კვირის განმავლობაში 0.02 ნიშნულით მოიმატა, რაც იმას ნიშნავს,რომ 1 აშშ დოლარის შეძენა ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 2.71 ლარად

ამინდი