Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე 300-400 ადამიანი მუშაობს"

თარიღი : 22-04-2019, 11:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ქალაქში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე გადაცემაში "რა დროს ძილია" საუბრობს. მისი განმარტებით, ადგილზე 400-მდე ადამიანია დასაქმებული. პირველი კორპუსის მშენებლობა კი როგორც ქალაქის მერი განმარტავს, 15 მაისისთვის დასრულდება.

"ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე 300-400 ადამიანი მუშაობს ყოველდღიურად. 15 მაისს მათ უკვე პირველი კორპუსი უნდა დაასრულონ. შეფერხდა უნივერსიტეტის მშენებლობა წელიწადნახევრით იმიტომ, რომ მიუნხენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაიდო ხელშეკრულება და გერმანელებმა მოითხოვეს მათი პარამეტრებით და მათი ხედვით აშენებულიყო. ამიტომ შეიცვალა პროექტი და ამან თავისთავად გაწელა დრო, ისინი გეგმავენ, რომ 2020 წლისათვის უკვე პირველი ნაკადი მიიღონ. 3 ათას სტუდენტზეა საუბარი. შემდეგ პარალელურად მშენებლობა გაგრძელდება და ეს ქალაქისათვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ საბოლოო ჯამში უნივერსიტეტი გათვლილი იქნება 60 ათას სტუდენტზე", - განმარტავს გიორგი ჭიღვარია.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლისთვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში პირველი ნაკადის მიღება ანონსდება.


ნანახია: 665-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოპოზიცია გიორგი ჭიღვარიას განცხადებას გამოეხმაურა.
უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წლიდან უნდა მიიღოს.

ამინდი