Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისში პრობლემები მას შემდეგ დასრულდება, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება არ ჩაერევა ქალაქის მართვაში"

თარიღი : 13-02-2014, 20:00 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის განცხადებით, ქალაქის საკრებულოს დეპუტატებმა და უკვე ყოფილმა მერმა შოთა მურღულიამ ის თავად გამოიწვიეს, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი გადაყენება მოინდომეს.
თამაზ მარგველაშვილი აბსურდის თეატრს უწოდებს ქუთაისის მერიის წინ დღეს გამართულ შოთა მურღულიას მხარდამჭერ აქციას.
„ერთ-ერთმა ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა გუშინ თათბირი ჩაატარა, სადაც მერიასა და მერიის ტერიტორიულ ორგანოებში დასაქმებულებს აქციაზე მისვლა დაავალა. ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში პრობლემები მას შემდეგ დასრულდება, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება არ ჩაერევა ქალაქის მართვაში. შოთა მურღულიას ვურჩევ, სასამართლოს მიმართოს და სამართლებრივ შეფასებებს თავი დაანებოს, რადგან ის იურისტი არ არის. ვიცე-მერმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა კი მასზე დაკისრებული მერის მოვალეობა უნდა შეასრულოს, რადგან ჩემი კაბინეტის კარის აჭედვის გამო, მუშაობის საშუალება არ მეძლევა და კაჭაკჭიშვილის განცხადებაც, სადაც მერის მოვალეობის შესრულებაზე უარს ამბობს, განუხილველი რჩება,“ - აცხადებს მარგველაშვილი.


ნანახია: 2172-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ლევან კირკიტაძის განცხადებით, აღნიშნული დღის განმავლობაში გახდება
კირკიტაძემ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის ბრძანება ბათილად ცნო.

ამინდი