იტვირთება

ონის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის 18 მილიონზე მეტი დაიხარჯება

ონის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის 18 მილიონზე მეტი დაიხარჯება

ონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საჭირო მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები იწყება.

ონის მერიის ინფორმაციით,  2024 წლის მარტის დასაწყისში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია “საბა“  ქალაქ ონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საჭირო  სამშენებლო სამუშაოებს იწყებს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია არსებული სათავე ნაგებობების მოდერნიზება,  წყლის გამწმენდი ნაგებობის, სატუმბი სადგურის, რეზერვუარისა და საქლორატოროს მოწყობა. დამატებით მოეწყობა, 10კმ-მდე წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი და 7 კმ ფოლადის მაგისტრალური მილი. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2025 წლის   I კვარტალში იგეგმება, რომლისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.

"აღნიშნული პროექტის განხორციელებით, მრავალი წლის განმავლობაში არსებული პრობლემა გადაიჭრება, რის შემდეგაც ქ.ონის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი,"-ამბობს ონის მერი სერგო ხიდეშელი.


ტეგები:

Facebook - კომენტარები