Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გზა ყველა სოფელს,'-ხარაგაულში 2 სოფლის გზის მშენებლობა დასრულდა

თარიღი : 17-04-2019, 19:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პროექტის - “გზა ყველა სოფელს“ ფარგლებში, ხარაგაულში, 2019 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან 2 უკვე დასრულდა. კერძოდ, სოფელ საქარიქედსა და კიცხის ავალიშვილების უბანში გზის ამორტიზებულ მონაკვეთებს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

საქარიქედზე სოფლის ცენტრალური გზის მშენებლობა გასულ წლებში დაიწყო და წელს გაგრძელდა, ჯამში, ახლა, სოფლის მოსახლეობა 2,5 კმ-დე მოწესრიგებული გზით სარგებლობს.
კიცხში ავალიშვილების უბანში კი 1 300 მეტრამდე მონაკვეთზე დაიგო ბეტონის საფარი.

პროექტები რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. საქარიქედის გზის რეაბილიტაციაზე 144 307 ლარი, ხოლო კიცხის ავალიშვილების უბანში გზის მოსაბეტონებლად 167 057 ლარი დაიხარჯა. მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსება თანხის 5 %-ს შეადგენს.

ხარაგაულში, 2019 წელს, 4,2 მილიონი ლარით საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა 19 სოფელში განხორციელდება. 


ნანახია: 639-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი