Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'წლებია მომლოცველები გადიან იმ გზას, რომელიც წმინდა ანდრია პირველწოდებულმა გაიარა,'- ხარაგაულში 12 მაისის მასშტაბურად აღსანიშნავად ემზადებიან

თარიღი : 16-04-2019, 16:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წლებია, ახალგაზრდების ინიციატივით, ხარაგაულში, 12 მაისი განსაკუთრებულად აღინიშნება. კერძოდ, მთა „რკინის ჯვარზე“ ეწყობა მასშტაბური პილიგრიმული ტური, სადაც მომლოცველები ანდრია პირველწოდებულის მირონმდინარ ხატთან ერთად იმ გზას გადიან, რომელიც გადმოცემის თანახმად, წმინდანმა საქართველოში მოგზაურობის დროს მოილოცა და ზემოთ აღნიშნულ მთაზე რკინის ჯვარი აღმართა.

"ბოლო რამდენიმე წელია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია მსვლელობის თანაორგანიზოტორი და მხარდამჭერია. დღეს, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად შევხვდი ტურის ორგანიზატორებს და საინიციატივო ჯგუფის წევრებს. გამომდინარე იქედან, რომ მსვლელობა ყოველწილურად უფრო მეტ მასშტაბებს იძენს, აუცილებელია დეტალურად განვიხილოთ ყველა კონკრეტული საკითხი და ვიმსჯელოთ შესაბამისი რისკების შემცირებაზე. წელსაც, ისევე, როგორც გასულ წელს, პილიგრიმულ ტურში ჩაერთვება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც გამოყოფს მაღალი გამავლობის ავტომობილებს. გარდა ამისა, მერიის მხრიდან ოფიციალური წერილები იგზავნება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, გადაუდებელი დახმარების ცენტრსა და საპატრულო პოლიციაში, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის გამოყოფენ ეკიპაჟებს და მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები,"- აცხადებს ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე.


ნანახია: 468-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მართლმადიდებელი სამყარო დღეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი კი მიმდინარე წელს
დღესვე, ხარაგაულში 12 მაისთან დაკავშირებით ჩამოსული სტუმრების პატივსაცემად, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული ღონისძიება
ქრისტიანობის საქადაგებლად საქართველოში შემობრძანებულმა ანდრიამ ხარაგაულში ერთ-ერთ მთაზე აღმართა რკინის ჯვარი, რის გამოც მთას
სადღესასწაულო წირვას ესწრებოდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ნოდარ ებანოიძე, გამგებელი კობა ლურსმანაშვილი და

ამინდი