Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის მუნიციპალიტეტში გზის საფარის რებილიტაცია მიმდინარეობს

თარიღი : 16-04-2019, 11:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შუაგორა-ზედაგორას (ცივწყაროს მიმართულებით) შიდა მუნიციპალური მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სრული რეაბილიტაცია უტარდება აღნიშნული გზის 6 კილომეტრიან მონაკვეთს, რაზედაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 468 648 ლარი დაიხარჯება.

ამ ეტაპზე ხორციელდება გრუნტის სტაბილიზაციის სამუშაოები, ქვეშსაგები ფენის მოსაწყობად. გორას საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოები ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა დაათვალიერეს.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, აღნიშნული გზის რეაბილიტაცია ვადების დაცვით, ხარისხიანად ხორციელდება.

შუაგორა-ზედაგორას დამაკავშირებელი გზის აღდგენით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ახალი გზა“ ახორციელებს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად სამუშაოები 11 მაისს დასრულდება.


ნანახია: 315-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, სოფელ ბზვანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 20 ივლისს უნდა დასრულდეს.
ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე (კოპიტნარის მიმართულებით) ორ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია,
სამუშაოების მიმდინარეობა დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები 24 ივლისს უნდა დასრულდეს.

ამინდი