Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში რამდენიმე ადამიანს ქონება იძულების წესით ჩამოერთმევა

თარიღი : 15-04-2019, 11:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თბილისი–მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის გამო ხარაგაულის რაიონში რამდენიმე ადამიანის უძრავი ქონება ექსპროპიაციას დაექვემდებარება, რაც მოიაზრებს საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე. აღნიშნულ ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს.

როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული, მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე მე-7 გვირაბისა (სოფ. ანიულას მიმდებარე ტერიტორია) და რკინიგზის სადგურ მოლითის დამაკავშირებელი სარკინიგზო და მის პარალელურად არსებული საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა. აღნიშნული მონაკვეთის ასაშენებლად, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ მითითებით აუცილებელია გივი კვინიკაძის საკუთრებაში არსებული (ს/კ 36.17.33.130), ზურაბ კვინიკაძის, კუკური კვინიკაძის, მაგდა კვინიკაძის, ნანა კვინიკაძის, ნინო კვინიკაძის, ნონა კვინიკაძის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ 36.17.33.190) გამოსყიდვა, თუმცა დასახელებულ მესაკუთრეებთან ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე შეთანხმება ვერ შედგა.

მინისტრის ბრძანების მიხედვით, ვინაიდან, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ მიერ ვერ ხერხდება ზემოთ მითითებულ კერძო მესაკუთრეებთან, უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, თბილისი – მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს ,,საქართველოს რკინიგზას“ მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება:

„უძრავი ქონება – მდებარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ანიულა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართი 945 კვ.მ და მასზე არსებული შენობა/ნაგებობები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნებოძირი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართი 1570 კვ.მ და მასზე არსებული შენობა/ნაგებობა, საექსპროპრიაციო ფართი 658 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შენობა/ნაგებობა, ნარგავები“, - აღნიშნულია ბრძანებაში.


ნანახია: 407-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭიათურის საბაგიროების რეაბილიტაციის გამო ერთ-ერთი ოჯახის უძრავი ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარება.
მწერალთა სახლის უკვე ყოფილი შენობა ავარიულ მდგომარეობაშია.
საინვესტიციო პირობის მიხედვით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე კომპანია უზრუნველყოფს სულ მცირე 10 000 000 ლარის ინვესტიციის
საწარმოში 3 932 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 80 ადამიანი დასაქმდება.
ჭავჭავაძის # 51 ბინის მცხოვრებლები შვებულებაში მყოფ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს შოთა მურღულიას მიმართავენ. მათი

ამინდი