Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი: ვცდილობთ მაქსიმალურად დროულად დასრულდეს ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაცია, რათა მოსახლოებას გადაადგილების პრობლემა ხანგრძლივად არ შეექმნას

თარიღი : 12-04-2019, 18:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და მერის მოადგილე იუზა უგულავამ დაათვალიერეს. ტაბიძის ქუჩის პროექტს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ჯეო სერვისი" ახორციელებს, სამუშაოების ღირებულება 1 მლნ ლარზე მეტია.

პარალელურად უკვე დასრულდა ასათიანის ქუჩის სანიაღვრე სისტემისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.

,,აქტიურად მიმდინარეობს ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი.ადგილზე მოწესრიგდება სანიაღვრე, საფეხმავლო ბილიკები და გზის საფარი. ვცდილობთ მაქსიმალურად დროულად დასრულდეს ამ ქუჩის რეაბილიტაცია, რათა მოსახლოებას გადაადგილების პრობლემა ხანგრძლივად არ შეექმნას. ამასთანავე უკვე დამთავრდა ასათიანის ქუჩაზე საფეხმავლო ბილიკების და სანიაღვრე სისტემის მოწყობა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ მალევე დაიწყოს გზის საფარის აღდგენა,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.


ნანახია: 296-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა დაიწყო.

ამინდი