Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ბარნოვისა და ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 600 ათასი ლარი დაიხარჯება

თარიღი : 12-04-2019, 17:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბარნოვისა და ჯავახიშვილის ქუჩის 16 ნომრამდე დახურული სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია იწყება. ღია სანიაღვრე არხი მოსახლეობას საფრთხეს წლებია უქმნის, რადგან ის ძირითადად ანტისანიტარიის კერას წარმოადგენს.

აღნიშნული მონაკვეთის მოსაწესრიგებლად ტენდერი უკვე გამოცხადდა და სამუშაოები მაისის ბოლოს დაიწყება. პროექტისთვის საჭირო თანხა 600 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. სამუშაოების დაწყებამდე დღეს ადგილობრივებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი შენგელია, უქიმერიონის მაჟორიტარი დეპუტატი ამირან კოპალეიშვილი და მერის წარმომადგენელი ზაზა ჭელიზე შეხვდნენ.

„განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან პრიორიტედად ბარნოვისა და ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებული არხის მოწესრიგება გამოვყავით, რადგან ის საფრთხეს უქმნის თითოეულ მოქალაქეს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რეაბილიტაციის შედეგად მოხდება სანიაღვრე არხის დახურულ სისტემაზე გადასვლა, რაც მოხსნის არსებულ საფრთხეებს. სამუშაოების შედეგად სრულად მოწესრიგდება და 1500 მილიმეტრიანი მილები ჩალაგდება 870 მერტის სიგრძის არხში, რაც გაზრდის წყლის გამტარიანობას. სამუშაოების დაწყებას კი მაისის ბოლოდნ ვგეგმავთ," - განაცხადა ქუთაისის საკრებულოს წევრმა, უქიმერიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ამირან კოპალეიშვილმა.


ნანახია: 356-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ბროსეს ქუჩაზე, მიწის ქვეშა სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"სპეციალურმა სერვისებმა" სანიაღვრე არხის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყო.

ამინდი