Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თარიღი : 11-04-2019, 13:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.საფეხმავლო ბილიკების მოწყობასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში, წყალმომარაგების კომპანია ადგილზე მაგისტრალურ თუჯის მილებს ამონტაჟებს.

სამუშაოებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილე იუზა უგულავა გაეცნენ. რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციისთვის რეგიონული განვითარების ფონდმა 3,7 მლნ ლარი გამოყო.
ქუჩის რეაბილიტაციას შპს "ორიენტირი" ახორციელებს.სახელშეკრულებო პირობების თანახმად, პროექტი აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს..

"ქალაქის მასშტაბით წელს 20-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები სხვადასხვა ლოკაციებზე. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ქალაქში გზების პრობლემა დროულად გადავჭრათ. ასევე, აქტიურად ვაკონტროლებთ სამუშაოების ხარისხს,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.


ნანახია: 363-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი