ხონის გამგებელი და მისი მოადგილე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
თარიღი : 12-02-2014, 21:40 | კატეგორია: სამართალი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილის გადაწყვეტილებით, ხონის გამგებელ ზურაბ ჯიბუხაისა და მის მოადგილეს ბესარიონ ჭელიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
დაკავებულების ადვოკატი გიორგი ჭიქაბერიძის განცხადებით, დაკავებულებისათვის არც ერთი სახის აღმკვეთი ღონისძიება არ უნდა შეეფარდებინათ, რადგან ამისათვის ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ გააჩნდა. ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.
დაკავებულები ქუთაისის მეორე ციხეში გადაიყვანეს.
პროკურატურის მასალების მიხედვით, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის უსასყიდლოდ გადაცემული საშეშე და სამასალე მერქანი აღნიშნულმა პირებმა შეჭირვებული მოსახლეობის ნაცვლად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ხის გადამამუშავებელ საწარმოებს გადასცეს, რითაც ხონის გამგეობის ბალანსზე რიცხული ქონება გაფლანგეს.