Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქარხანა, რომელიც წელიწადში 40 ათას ელექტრომობილს გამოუშვებს, ქუთაისში აშენდება

თარიღი : 6-04-2019, 20:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოში ჩინური ბრენდის „ჩანგანის“ ელექტრომობილების წარმოება იწყება. სიახლის შესახებ დღეს თბილისში გამართულ პრეზენტაციაზე ქვეყნის პრემიერმინისტრმა განაცხადა.

მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ავტომობილების მწარმოებელი ქარხანა ქუთაისში აშენენდება. მისი წარმადობა წელიწადში 40 000 ავტომობილი იქნება. აქედან 20 000 გათვლილი იქნება შიდა ბაზრისთვის და ადგილობრივი მოსახლეობა მის შეძენას ხელმისაწვდომ ფასად შეძლებს, ხოლო 50%, 20 000 ავტომობილი წარწერით „Made in Georgia“ ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში გავა.

უნდა ავღნიშნო, რომ ამ ქარხნის მშენებლობის სურვილს არაერთი მსხვილი და ძლიერი ქვეყანა გამოთქვამდა და შეტანხმების მიღწევა დიდი კონკურენციის პირობებში მოხერხდა. ამიტომ მინდა მადლობა გადავუხადო ამ პროცესის ყველა მონაწილეს. გილოცავთ, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც ელექტრომობილების წარმოებას იწყებს,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრის განცხადებით, საქართველოში წარმოებული ელექტრომობილები ბაზარზე ხელმისაწვდომი 2020 წლიდან იქნება. ამ ეტაპზე „ჩანგანის“ მარკის 4 მოდელის ავტომობილის წარმოებაა დაგეგმილი.


ნანახია: 6853-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი