Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'სამი ბავშვით წავალ თბილისში და შიმშილობას დავიწყებ წულუკიანის სამინისტროსთან,'- ქუთაისში ოჯახის გამოსახლებას ყალბი დოკუმენტით ცდილობდნენ

თარიღი : 6-04-2019, 12:58 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იპოთეკური სესხით დაზარალებული ფერაძეების ხუთსულიანი ოჯახი იპოთეკარს არაკანონიერ გასახლებაში ადანაშაულებს.

ნაილი ფერაძის განმარტებით, იპოთეკარი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მოტყუებით და აღსრულების ფურცლის ნაცვლად სხვა დოკუმენტაციის წარდგენით შეეცადა ოჯახის სიცრუეში შეყვანას, რათა მათთვის ბინის დაეტოვება ეიძულებინა.

"აღსრულებიდან გამოთხოვილი ბაჟის გადასახადის ფურცელი, სულ სხვა დოკუმენტი წარადგინა. მე არ ვარ იურისტი, დიასახლისი ვარ და ეცადა, რომ სიცრუეში შევეყვანეთ. ახლა კრიმინალურ პოლიციას ელოდება, რომ ძალის გამოყენებით გაგვყაროს სახლიდან. არც სასამართლო გადაწყვეტილება, არც აღსრულების ფურცელი, არაფერი მიმიღია. იპოთეკარმა გამოცვალა კარების გასაღებები, შემოიჭრა ბინაში და მერე დაგვირეკა, რომ ნივთები გამეტანა. ორი ღამეა ქუჩა-ქუჩა ვათევ ღამეს, სახლში ვერ შემოვედი. ახლა მითხრა კარს გავაღებ და წაიღეთ ნივთებიო, თუმცა ჩემმა ადვოკატმა მოიძია საბუთები და აღმოაჩინა, რომ იპოთეკარს ჩემს გამოსასახლებლად არანაირი დოკუმენტი გააჩნია,“-განმარტავს ნაილი ფერაძე.

ნაილი ფერაძის წარმომადგენელი იურისტთა ასოციაციის იურისტი - ლევან ჭელიძე topnews.com.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ იპოთეკარის წარმოდგენილი დოკუმენტი არ წარმოადგენს გამოსახლების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას.

"ნაილი ფერაძეს უნდოდა საკუთარ ბინაში შესვლა, რომელიც აუქციონით იყიდა სხვა პიროვნებამ, ვინმე შალვა დათიაშვილმა, რომელიც აცხადებდა, რომ ნაილი ფერაძე თავის ოჯახთან ერთად ჰყავდა გამოსახლებული. ჩვენ ბოლომდე გვჯეროდა, რომ ნაილი ფერაძე ნამდვილად გამოსახლებული ჰყავდა და გადავწყვიტეთ ბინის დაცლა. აღმოჩნდა, რომ დათიაშვილს სასამართლოს შესაბამისი დოკუმენტაცია არ ჰქონდა. აღსრულების ბიუროში მონაცემების გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ფერაძეების ოჯახს ასახლებდნენ, რეალურად არ არსებობდა. აღსრულებას აქვს დაწყებული სააღმსრულებლო საქმის წარმოება, თუმცა გადაწყვეტილება არ არსებობს,“- ამბობს ლევან ჭელიძე.

ნაილი ფერაძის განცხადებით, იპოთეკარი მაინც შეეცადა სახლიდან გაესახლებინა ის, მისი ეპილეფსიით დაავადებული შვილი და სამი არასრულწლოვანი შვილიშვილი.

„შემოვედით და ვრჩებით სახლში. იპოთეკარი კრიმინალურ პოლიციას ელოდება, რომ გაგვასახლონ. არ გავალ სახლიდან, სანამ შესაბამის დოკუმენტს არ წარადგენს. ორშაბათს ჯერ იუსტიციის სახლში მივალ, აღსრულების ბიუროს დეპარტამენტის უფროსთან, დავწერ განცხადებას.შემდეგ კი სამი ბავშვით წავალ თბილისში, დავიწყებ შიმშილობას წულუკიანის სამინისტროსთან, სანამ პასუხს არ გამცემენ და სანამ არ დაისჯებიან დამნაშავეები, მანამ არ მოვისვენებ,“- ამბობს ნაილი ფერაძე.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 2848-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღსრულების პოლიციას ბარიკადები აქვს სახლთან გაკეთებული და ძალის გამოყენებით ცდილობენ, გამოასახლონ სოციალურად დაუცველი ოჯახი,
ემიგრანტის ოჯახი დახმარებას ქვეყნის ხელისუფლებას სთხოვს. ნაილი ნემსწვერიძის ქმარი აცხადებს, რომ ოჯახს ქალბატონის გადმოსასვენებლად
როგორც Topnews.com.ge-ს სამართალდამცველმა ნაილი გამეზარდაშვილმა განუცხადა, ის მისმა კოლეგამ ქეთევან წიკლაურმა საპირფარეშოში
ქუთაისში, პოლიციის მე-4 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი ნაილი გამეზარდაშვილი პოლიციაში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე
ქუთაისის საქალაქო სასამართლო ოჯახურ დავას განიხილავს. საქმე ოჯახის წევრებს შორის ქონებასთან დაკავშირებულ დავას ეხება.

ამინდი