ხარაგაულის მერია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მუშაობას იწყებს
თარიღი : 5-04-2019, 14:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) კლუბში ოფიციალურად გაწევრიანდა.
ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (EaP), რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას რეგიონში.
პროექტის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების წახალისება და მათი ტექნიკური უნარების გაუმჯობესება, რათა ეფექტურად განახორციელონ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა.
მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, ჯაბა ბერაძის განმარტებით, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი ინფორმაციის მომზადება, რომლის მიზანიცაა გავიგოთ რა გამოწვევები არსებობს მუნიციპალიტეტის წინაშე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მხრივ.
ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“უახლოესი მიზანია უზრუნველყოფილ იქნას ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ხელსაყრელი პირობების შექმნა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თანამონაწილეობის, საზოგადოების კეთილდღეობის მიღწევისა და ცხოვრების დონის ამაღლებისათვის, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, განვითარებასა და დასაქმებას.
კლუბში გაწევრიანებულია ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ჯაბა ბერაძე.
დღევანდელ შეხვედრაზე ნიკოლოზ თოფურიძე, მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის თანამშრომლებს კლუბის გეგმებისა და ინიციატივების შესახებ ესაუბრა და თითოეულ მათგანს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავებაში თანაბარი მონაწილეობისკენ მოუწოდა.