Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მოგვაცილეთ კალოშები,'- მოსახლეობის პროტესტი ქუთაისში

თარიღი : 5-04-2019, 13:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"კალოშები მოგვაცილეთ, 21-ე საუკუნეა და ბავშვები სკოლაში კალოშებით არ უნდა დადიოდნენ,"-მიქელაძე-მეველის ქუჩაზე მოუწესრიგბელი გზის საფარი მოსახლეობამ აქციით და ამგვარი განცხადებებით გააპროტესტა.

მოსახლეობის განცხადებით, ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, ქუჩაზე გზა კვლავ მოუწესრიგებელია, ხოლო გადაადგილება შეუძლებელია.

აქციას პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე შეუერთდა. გოგი წულაიას განმარტებით, მოსახლეობა ხელისუფლებისგან ელემენტარული პირობების შექმნას ითხოვს.

"გზა არის გაუბედურებული, ყოველი არჩევნების წინ პირდებიან მოსახლეობას, რომ გააკეთებენ, თუმცა უშედეგოდ. ხალხი ითხოვს, რომ ელემენტარული პირობები შეუქმნან, როცა წვიმს და თოვს, ბავშვები სკოლაში ვერ მიყავთ, მზეში მტვერი ახრჩობთ. გაუსაძლისი პირობებია და სწორედ ამ პრობლემის გასაპროტესტებლად შევიკრიბეთ. ხელისუფლებას ვეუბნებით, რომ დაანებონ სისულელეების კეთებას თავი და მიხედონ ადამიანებს, ელემენტარული პირობები შეუქმნან, რომ მოსახლეობა ნორმალურად გადაადგილდეს და მოახერხონ ბავშვების სკოლაში წაყვანა," - განმარტავს გოგი წულაია.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 797-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, გაპონოვის ქუჩის მოსახლეობამ ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები აქციით გააპროტესტა.
ადგილობრივები განმარტავენ, რომ წლებია უშედეგოდ ითხოვენ გზისა და ბუნებრივი აირის პრობლემის მოგვარებას. დასახლებას, რომელიც ქუთაისს
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ზესტაფონის მერობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საგანძილეში მოსახლეობამ გზა რკინიგზის მშენებლობისათვის საჭირო ნორმების დაცვის მოთხოვნით გადაკეტა.

ამინდი