Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიის სოფელში ავარიის შედეგად ავტომობილი დაიწვა

თარიღი : 3-04-2019, 18:13 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, გომის ადმინისტრაციულ ერთეულში ავტოავარიის შედეგად ავტომობილი დაიწვა.
“მერსედესის” მარკის ავტომობილი სოფელ მთისძირის მიმართულებით მოძრაობდა და ელექტრო სადენების ბოძს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ავტოავარიის შედეგად სოფელში ელექტროენერგია და ბუნებრივი აირის მიწოდება შეჩერდა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია. “საბედნიეროდ ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური. დღესვე, სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება,”-განაცხადა ფოცხვერიამ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


ნანახია: 911-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი სილამაზის სალონში შევარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

ამინდი